ამიერიდან, ფეისბუქზე პირდაპირი ეთერის ვიდეოჩანაწერები 30 დღის შემდეგ ავტომატურად წაიშლება

ფეისბუქზე ახალი წესი ამოქმედდა. კერძოდ, პირდაპირი ეთერის ვიდეოჩანაწერები თქვენი გვერდიდან  30 დღის შემდეგ ავტომატურად წაიშლება.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ უნიკალური ვიდეომასალის დაკარგვა, საჭიროა ჩამოტვირთოთ და შეინახოთ. ამ გაფრთხილებას ფეისბუქი მის მომხმარებლებს უგზავნის.

როდესაც მიიღებთ შეტყობინებას ვიდეოების წაშლის შესახებ, თქვენ გექნებათ 90 დღე, რათა ჩამოტვირთოთ მასალა, თუ არ გყოფნით ეს დრო, შეგიძლიათ გადავადება 6 თვით და ამ პერიოდში მოახდინოთ ვიდეომასალის ჩამოტვირთვა და დაცულ სივრცეში შენახვა.

ცვლილება 2025 წლის 19 თებერვლიდან ამოქმედდა და ყველა მომხმარებელი ინდივიდუალურად იღებს ამ გაფრთხილებას.

 

 

 

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *