აქონდროპლაზიის მედიკამენტით მკურნალობას პირველი შედეგი მოჰყვა და ბავშვებმა 2 სანტიმეტრით მოიმატეს. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ბავშვის დედა, ქეთევან ბეგიაშვილი ავრცელებს.
“როგორც იცით ზაკო და მისი სამი მეგობარი უკვე 3 თვეა რაც ყოველდღიურად დადიან იაშვილის კლინიკაში და იკეთებენ მედიკამენტ [ვოზორიტიდს]. დღეს შევაჯამეთ პირველად ეფექტი მედიკამენტის ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ოთხივე პაციენტმა მოიმატა 2სმ-მდე და მეტი, მაგრამ ხაზოვან ზრდაზე მეტად გაგვახარა მათმა გაუმჯობესებულმა პროპორციულმა მონაცემებმა! ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის! მომავალი თვიდან კიდევ 6 ახალი ბავშვი ჩაერთვება მკურნალობაში”- წერს ქეთევან ბეგიაშვილი.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი