ახალგაზრდა მოცეკვავე მარია ბაბეტა ავტოავარიაში დაიღუპა

ახალგაზრდა მოცეკვავე მარი ბაბეტა ავტოავარიაში დაიღუპა. შემთხვევა 3 იანვრის დილის 4 საათზე, თბილისში მოხდა. არსებული ინფორმაციით მას ავტომანქანა დაეჯახა. ვრცელდება რამდენიმე ვერსია, კერძოდ ის, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას.

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევამდე აწგარდაცვლილი მტკვარში გადახტომას ცდილობდა. ამის შემდეგ ის გზაზე გადმოსვლის დროს ავტომანქანას შეუვარდა. ორივე ვერსია არის მხოლოდ სავარაუდო.

ცნობილია ისიც, რომ ავტომანქანის მძღოლი არ მიმალულა და ის თანამშრომლობს სამართალდამცველებთან.

მარი ბაბეტა გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი”

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *