გამოგონილი ფასები და ფასდაკლებები, რომელიც ფსიქოლოგიურ/მარკეტინგული ხრიკია

ფასდაკლების პოლიტიკას დღეს მსოფლიო ბიზნესი აქტიურად იყენებს და გამონაკლისი არც საქართველოა. ყველაზე ცნობილი ფასდაკლებები კი ე.წ შავი პარასკევის კვირეულშია, როდესაც სხვადასხვა კომპანიები, სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს გვთავაზობენ.

ფასდაკლებების ბუმი განსაკუთრებით მას შემდეგ ამუშავდა, რაც ფეისბუქზე ვაჭრობა მეტად კომფორტული და პოპულარული გახდა.

დღევანდელ მასალაში გაჩვენებთ ერთ მაგალითს, თუ რა ხრიკს იყენებს ბიზნესი “ფასდაკლებისთვის”.

გასაყიდად გამოაქვს შედარებით ნაკლებად ცნობილი პროდუქცია, რომელსაც 2 ფასი აწერია, ერთი ვითომ ძველი ფასი და მეორე ახალი ფასი. მათ შორის სხვაობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ გაუცნობიერებელი მყიდველი მომენტალურად ებმება მახეში, ეხსნება ვაჭრობის “მადა” და განცდა, რომ რაც შეიძლება იაფად იყიდოს მისთვის სასურველი პროდუქცია.

მაგალითად: შეიძინეთ ტაფა 20 ლარად 299 ლარის ნაცვლად. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ბიზნესი სულაც არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და არც აქვს ვალდებულება, ვინმეს რამე აჩუქოს (გამონაკლისი შემთხვევევის გარდა)

ამიტომ, უფრო მეტად საეჭვოა ისეთი ფასდაკლებები, სადაც, ვითომ 300 ლარიან ნივთს, სულ რაღაც 20 ლარად გთავაზობენ. ამ დროს საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა – რა ინტერესი აქვს ბიზნესს, რომელიც ამხელა “მსხვერპლს” იღებს, 300 ლარიან ნივთს ფასს აკლებს და სულ რაღაც 20 ლარად მაძლევს?

კიდევ ერთი კითხვაც უნდა დავსვათ – თუ კომპანია 300 ლარიან პროდუქციას 20 ლარად ჰყიდის, განა რა არის მისი ღირებულება, რომ გამყიდველს უღირს მისი ტრანსპორტირება და შემდეგ რეალიზაცია? – პასუხი აქაც მარტივია – იაფიან პროდუქციას, სინამდვილეში იმაზე მეტად ძვირად ვყიდულობტ, ვიდრე გვგონია.

ამ ვიდეოში ნახავთ, თუ როგორ მუშაობს ფასდაკლების პოლიტიკა.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *