გეგონება ოდესმე ევროვიზია მაღალი კულტურული ღირებულებების კონკურსი იყო და ახლა ხართ გაოგნებულ-გაკვირვებულები – სტეფანე

“გეგონება ოდესმე ევროვიზია მაღალი კულტურული ღირებულებების კონკურსი იყო და ახლა ხართ გაოგნებულ-გაკვირვებულები. ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ მეზარება გარჩევა.”– ასე ეხმიანება მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი ევროვიზიის კონკურსზე შვეიცარიის გამარჯვებას.

“მე ისედაც და ასედაც მეკიდა ეგ კონკურსი სულ. 2009 შიც მეკიდა, როცა ვმონაწილეობდით, იქ სხვა მიზანი გვქონდა და ამის ახსნა მგონი არ მჭირდება.

შვეიცარია თავიდანვე რომ ვნახე, დარწმუნებული ვიყავი რომ მოიგებდა. სრულიად სამართლიანად. “კოკო ჯამბოს” ფესტივალი უფრო იყო წელს.”- წერს მღებრიშვილი.

ამ თემაზე:

ევროვიზია 2024 წლის გამარჯვებული შვეიცარია გახდა

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *