დათო თარხან-მოურავის შვილი – ჩვენი იორამი, გამორჩეულად წესიერი და ღირსეული ადამიანი იყო – ირმა ინაშვილი

ეს ახალგაზრდა მამაკაცი იორამ თარხან-მოურავია, “პატრიოტთა ალიანსი”-ს თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავის ვაჟი, რომელიც 2 დღის წინ, 35 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი გულის ანევრიზმა გახდა.

იორამ თარხან-მოურავზე პოსტს აქვეყნებს ირმა ინაშვილი, რომელიც მის შესახებ საუბრობს:

“დათო თარხან- მოურავის შვილი- იორამი, ჩვენი იორამი გამორჩეულად წესიერი და ღირსეული ადამიანი იყო. საქართველოს მოყვარული, სიკეთის ჩუმად მკეთებელი, უანგარო, მეგობრობაში-ერთგული და თავდადებული, ღვთისნიერი შვილი, ძმა, შვილიშვილი… ჩვენი და ჩემი გულშემატკივარი, მზრუნველი… უთქმელად ესმოდა, რა გიჭირს, როდის გჭირდება დახმარება და როდის გიხარია… შენი სიხარულის თანამოზიარეც იყო და შენი ტკივილისაც. დიდი ბუნების კაცი იყო ჩვენი იორამი. ადამიანის ყველა საუკეთესო თვისება იყო განხორციელებული მასში. ნამდვილი ღვთის შვილი იყო. რამდენი რამის თქმა მინდა და ძალა არა მაქვს, რომ სიტყვებით გადმოვცე, რასაც ვფიქრობ და განვიცდი..“- წერს ირმა ინაშვილი.

იორამ თარხან მოურავს ხუთაშაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

Multimedia.ge-ს რედაქცია კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დავით თარხან-მოურავს და მის ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *