დედას იშვიათად ახსენებს, თითქოს რაღაცას ხვდება – შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის დედის სატელევიზიო ინტერვიუ

შოვში, სტიქიის დროს გარდაცვლილი სოფო ბაკურაძის დედა პირველად გამოჩნდა ტელეკამერის წინ და ისაუბრა. სოფო და მისი 4 წლის შვილი ლუსი საზოგადოებამ სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ გაიცნო.

როგორც სოფოს დედა ამბობს, პატარა ლუსიმ არ იცის დედის გარდაცვალების ამბავი, თუმცა, მისივე თქმით, დედას აღარ ახსენებს, თითქოს რაღაცას ხვდება, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობს.

სოფო 23 წლის იყო და სეზონზე შოვში, კოტეჯებს ალაგებდა. ვრცლად იხილეთ “რუსთავი2”-ს გადაცემა “შუადღის” ჟურნალისტის ინტერვიუს სოფოს დედასთან.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *