ვესაუბრე “წუნა და წრუწუნას” ერთ-ერთ მხატვარს. წლებია მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, სიკვდილის გარდა აღარაფერს ველოდებიო – ზაკ მირიანაშვილი

ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი სევდიან ამბავს წერს სოციალურ ქსელში, რომელიც ცნობილი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის, წუნა და წრუწუნას მხატვარს ეხება.

როგორც ვიგებთ, ის წლებია უკვე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, ეტლს არის მიჯაჭვული და სიცოცხლის ხალისიც დაკარგული აქვს.

“ვესაუბრე “წუნა და წრუწუნას” ერთ-ერთ მხატვარს. წლებია მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მითხრა, ვიღას ახსოვს ჩვენ რას ვაკეთებდით, ახლა ბავშვები 10 წუთში ქმნიან ანიმაციასო.
ახლა რომ ასე მარტივია ეს ყველაფერი, ის კლასიკა როგორ იქმნებოდა, ამაზე მომიყვეთ მინდა-მეთქი.

არაო, შვილო. სავარძელს ვარ მიჯაჭვული, ვერ გადავადგილდები. არაფრის ხალისი არ მაქვსო. რაც წარსულში იყო, მორჩა ის ყველაფერი, დამთავრდა. სისულელეა იმაზე ლაპარაკი, ახლა მე სიკვდილის გარდა აღარაფერს ველოდებიო.

არ მავიწყდება ეს სიტყვები, რასაც არ უნდა ვაკეთებდე გონებაში მიტრიალებს. ჩემს რუბრიკას ხომ “მოკლე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ჰქვია. ჰოდა, ამაზე მოკლე და მწარე ინტერვიუ მე არ ვიცი.”– წერს ზაკ მირიანაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *