ზურაბ ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი დისშვილი ინფორმაციას ავრცელებს

მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას მისი დისშვილი, ანო მაისურაძე:

“დეზინფორმაციის პრევენციის მიზნით, საჯაროდ გიზიარებთ ზურიკოს ამჟამინდელ მდგომარეობას: ზურა აგრძელებს ნეირო-რეაბილიტაციის პროცესს მიუნჰენში.

მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მეტად გამოიკვეთება ტვინის მდგომარეობა და პროგნოზები. ამჟამად არის ბუნებრივ კომაში და მართვით სუნთქვაზე. გერმანელი ექიმების თქმით, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ეცდებიან მართვითი სუნთქვის მოხსნას, იმის იმედით, რომ თავად მოახერხებს სუნთქვას, ტრაქეოსტომიის გარეშე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თანადგომისთვისა და გულისხმიერებისთვის”- წერს ანო მაისურაძე.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *