“თქვენი არ ვიცი და მე უზომოდ მესაყვარლებიან არაქართველი კურიერები, ბავშვებივით რომ განიცდიან, მარჯვედ თუ ვერ მოაგნეს მისამართს. ვვარაუდობ, რომ მათი უმეტესობა სამედიცინოს, ან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტია. სტუდენტებს კი არასდროს ჰყოფნით მშობლის გამოგზავნილი ფული. მყავდნენ სამედიცინო უნივერსიტეტში ინდოელი და სხვა ეროვნების სტუდენტები და ეს ხალხი ძალიან მიყვარს. იმედი მაქვს, ამ სასტიკ ინიციატივას, არ მისცენ მათ მუშაობის უფლება, არ ექნება ბევრი ადამიანის მხარდაჭერა.”- წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელიც ეხმიანება ბოლო პერიოდში, უცხოელი კურიერების მიმართ გამოთქმულ პროტესტს.
დაწერეთ კომენტარი

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი