კარაქის მომზადება 10 წუთში, სახლის პირობებში (ვიდეო)

როგორ მოვამზადოთ კარაქი სახლის პირობებში

დღევანდელ მასალაში გთავაზობთ კარაქის მომზადებას მარტივად, სახლის პირობებში და მხოლოდ 1 ინგრედიენტით.

ამისათვის დაგჭირდებთ, 500 გრამი, მაღალპროცენტიანი ნაღები და მიქსერი.

ჩაასხით ნაღები ჯამში და დაიწყეთ მიქსერით თქვეფა მანამ, სანამ მასას არ გამოეყოფა სითხე და არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას (ამას თავად მიხვდებით, როდესაც კარაქის მასას მიიღებთ)

მეორე თასში ჩაასხით ცივი წყალი და ჩაყარეთ ყინულები, მანამდე, კარაქის მასას წყალი გადაუწურეთ და გადაასხით. კარაქის მასა კი ყინულებიან წყალში ჩადეთ და 3-დან 5 წუთამდე ხელით ზილეთ, სანამ არ მიიღებთ გამაგრებულ მასას.

შემდეგ ამოიღეთ ცივი წყლიდან, მიეცით სასურველი ფორმა და კარაქიც მზად არის.

მიირთვით შინ მომზადებული სუფთა პროდუქტი ყოველგვარი დანამატის გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *