დღეს გაგაცნობთ საბერძნეთში მცხოვრებ არაჩვეულებრივ ქალბატონ მაიას, რომელიც გიზიარებთ ვაშლის ღვეზელის რეცეპტს.
სანამ რეცეპტს შემოგთავაზებთ, გამოიწერეთ მაიას არხი აქ და ნახეთ სხვა ბევრი და საინტერესო ვიდეო.
ინგრედიენტები:
კვერცი 3 ან 4 ცალი (თქვენ სურვილზეა დამოკიდებული)
200 მლ ( საშუალო ჭიქის ზომის რძე)
100 გრამი გამდნარი კარაქი
3-4 ცალი ნებისმიერი სახეობის ვაშლი
ფქვილი 350-400 გრამი
მწიკვი მარილი
შაქარი 180 ან 200 გრამი (სურვილისამებრ)
გამაფხვიერებელი – 1 ჩაის კოვზი
ვანილი 2 გრამი ( 1 შეკვრა)
კვერცხი თავის ცილიანად ავთქვიფოთ შაქართან ერთად და გოგლიმოგლის კარგად ამოყვანის შემდეგ, დავამატოთ რძე, გამდნარი კარაქი და ფქვილი.
ვაშლს გავაცალოთ კანი და დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად. როგორც მაიკო გირჩევთ, იმისათვის, რომ დაჭრილი ვაშლი არ “დაჟანგდეს” მოასხით ლიმნის წვენი.
დაჭრილი ვაშლი ჩავყაროთ უკვე მორეულ და ამოყვანილ გოგლიმოგლისა და ფქვილის მასაში.
ასევე დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი ზეთი ან კარაქი (თვალის ზომით) ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში ხელით, რათა მიიღოთ ფხვიერი მასა (როგორც ქადის გული) და გოგლიმოგლისა და ფქვილის მასას თავზე მოაყარეთ, ოღონდ არ შეურიოთ.
თუ არ გაქვთ საცხობი ფორმა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ღუმელის ლანგარი ან ღრმა ჯამი, რომელსაც აუცილებლად უნდა წაუსვათ ძირზე კარაქი ან ცხიმის რომელიმე სახეობა, რათა მასა არ მიეკრას ძირზე და გამოაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი