როდესაც ადამიანი ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც მშობლებს შორის სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა, სადაც ბავშვს უსმენენ, მის სიტყვა-პასუხს პატივს სცემენ და სიყვარულით ეპყრობიან ესეთ ბავშვებს უკვე მოზრდილობაში, არც თვითშეფასების პრობლემა აქვთ, არც თვითღირებულების, პარტნიორს, ქალს /კაცს შესანიშნავს პოულობენ, კარიერაც კარგად აქვთ აწყობილი და მეგობრული ურთიერთობებიც”- წერს ფსიქოლოგი ლიკა ზონდლერი სოციალურ ქსელში და მშობლებს მოუწოდებს, განსაკუთრებით 0-დან 6 წლამდე ასაკის შვილებს მოუსმინონ, გაითვალისწინონ, მისი როგორც პიროვნების აზრი, შეუქმნან ჯანსაღი გარემო, ვინაიდან, სწორედ ამ პერიოდში იწყება ბავშვის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბება.
“ბავშვები, რომლებიც პატივისცემაში გაიზარდნენ, უფრო სწორად ჩამოყალიბდნენ (0 დან 6 წლამდე) მათში უკვე საძირკველია აშენებული. საძირკველი – ღირსეული ადამიანის. მასში მე – უკვე აშენებულია. “მე”- როგორც ღირსეული ,”მე “როგორც სიყვარულის ღირსი, ‘“მე “,როგორც სრულყოფილი ადამიანი.
მე, როგორც მშობელი პირველ რიგში. გთხოვთ მშობლებს, შეხედოთ სერიოზულად, ძალიან სერიოზულად, ბავშვის აღზრდას 0 – დან 6 წლამდე (პრინციპში მერეც) რადგან სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება “ მე” განცდა. “ მე სულელი” “ მე საწყალი”თუ “მე ძლიერი. თუ “მე ჩემი მშობლებისთვის ანგელოზი” – წერს ლიკა ზონდლერი.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი