მე ჩემი გზა დიდი ხნის წინ ავირჩიე და ამის მოწერაში დრო და ნერვები არ დაკარგოთ – გიორგი პავლიაშვილი

“მე ჩემი გზა დიდი ხნის წინ ავირჩიე და ამის მოწერაში დრო და ნერვები არ დაკარგოთ”- წერს მუსიკოსი გიორგი პავლიაშვილი (მასტერი) სოციალურ ქსელში და მის ბოლო სიმღერასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება.

“ყველას გიხდით უდიდეს მადლობას მხარდაჭერისთვის და საერთო აზრის გაზიარებისთვის.  თქვენ ხართ ყველაზე დიდი მოტივაცია და იმედი იმის, რომ ღირს ამ პრობლემებთან ბოლომდე ბრძოლა. ბრძოლა ისე როგორც გვჩვევია და გვეკადრება – ღირსეულად, სუფთად და უდრეკად.

ზოგიერთი ჩემიანიც მწერს ხოლმე “ვაიმე რა გინდოდა, შარია გაეშვი მაგათ, თავს რატომ იტკიებ?!”.

მე ჩემი გზა დიდი ხნის წინ ავირჩიე და ამის მოწერაში დრო და ნერვები არ დაკარგოთ!!! ბევრიც იცინის, ღლიცინებს და სათითაოდ ყველას მივყვებოდი ბოლომდე და ავუხსნიდი რა როგორ არის, მაგრამ ვისაც გაგება არ უნდა იმას მოსმენაც არ ენდომება აქედან გამომდინარე აზრი არ აქვს! კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და ყველა ადამიანს ვინც ჩვენთან დგას. მიყვარხართ”– წერს გიორგი პავლიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *