დღეს გაჩვენებთ, თუ როგორ მოამზადოთ სწრაფი ხაჭაპური სომხური ლავაშით. უმარტივესად და სულ რამდენიმე წუთში.
ამისთვის დაგჭირდებათ ლავაში და რა თქმა უნდა ყველი – სულგუნი ან იმერული სახაჭაპურედ რომ გამოდგეს და ადვილად გადნეს.
დავჭრათ ლავაშები სასურველ ფორმაზე და ზომაზე, ჩავდოთ სასურველი რაოდენობის ყველი, გადავახვიოთ და დავდოთ ოდნავ ცხიმიან ან უცხიმო ტაფაზე რამდენიმე წუთით, დაბალ ცეცხლზე.
გაითვალისწინეთ, რომ ლავაშის ცომი მალე იწვება, შესაბამისად ერთ მხარეს დიდი ხნით არ გააჩეროთ. ორივე მხარის შებრაწვის შემდეგ, ხაჭაპურიც მზად არის. გვერწმუნეთ, იგივეა, რაც ფენოვანი ხაჭაპური.
მეტი საინტერესო რეცეპტისთვის, გამოიწერეთ Youtube არხი გემრიელი ამბები

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი