მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ზედიზედ მესამედ, საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ზედიზედ მესამედ საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ქალაქმა მეზონ-ალფორმა ხმლით გუნდურ პირველობაში საფრანგეთის ჩემპიონატს უმასპინძლა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა კლუბი „ორლეანი“, რომლის ლიდერიც მსოფლიოს ნომერი პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა. კლუბის ღირსებას ბაზაძესთან ერთად ფრანგი მოფარიკავეები ბოლად აპიტი და ძმები – ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ პრესტიჟული ტურნირის მოგება კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში 2022 და 2023 წლებშიც შეძლო.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *