მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაშია მოთავსებული

მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი გულის უკანა კედლის ინფარქტის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც მისი და, მანანა ბერიკაშვილი ჰყვება, ზურას მდგომარეობა 28 დეკემბერს გაუარესდა, როდესაც გაუჩერდა გული და რომ არა ექიმების დროული რეაგირება, მის სიცოცხელს საფრთხე დაემუქრებოდა. ასევე ჰქონდა ფილტვების ორმხრივი ანთება და თირკმლის უკმარისობა.

 “სპექტაკლიდან მოვიდა სახლში და დისკომფორტის შეგრძნება ჰქონდა, კუჭზე დამაწვაო და კანფეტი ჩაუწუწნია. როგორც ჩანს, ეგონა შაქარი დაუვარდა. მოკლედ, დაიწყო ხროტინი და გაუჩერდა გული”- ამბობს მანანა ბერიკაშვილი.

მანანა ბერიკაშვილის ცნობით, ამ დროისთვის მთავარი საშიშროება ტვინია, სხვა მხრივ მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა  კომაშია და იგეგმება  უცხოელი და ქართველი ექიმების ერთობლივი კონსილიუმი შემდგომი პროცედურების ჩასატარებლად.

 

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *