მსახიობი მეთიუ პერი გარდაიცვალა

54 წლის ასაკში, ცნობილი ამერიკელი მსახიობი მეთიუ პერი გარდაიცვალა. ის ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, ჯაკუზში გარდაცვლილი ნახეს. როგორც ცნობილია, ნარკოტიკის ან რამე მსგავსი ნივთიერება ნაპოვნი არ არის, შესაბამისად, ერთ-ერთ ვერსიად გულის შეტევა სახელდება.

მეთიუ პერის ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლი აღმოჩნდა ცნობილ ამერიკულ ტელესერიალში “მეგობრები”, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს.

მეთიუ პერი დაიბადა 1969 წლის 19 აგვისტოს მასაჩუსეტსის პატარა ქალაქ უილიამსტაუნში.  დედამისი, სიუზენ მარი მორისონი (ქალიშვილობის გვარია ლანგფორდი), კანადელი ჟურნალისტია და კანადის პრემიერ-მინისტრ პიერ ტრუდოს პრეს-მდივნად მუშაობდა. მამამისი, ჯონ ბენეტ პერი, ამერიკელი მსახიობი და მოდელია.

მისი მშობლები ჯერ კიდევ მის დაბადებამდე განქორწინდნენ, რის შემდეგაც დედამისი მეორედ დაქორწინდა კანადელ ჟურნალისტ კეით მორისონზე. ამის გამო იგი დედასა და მამინაცვალთან ერთად იზრდებოდა ოტავაში, ონტარიოში, სადაც დაამთავრა ოშბურის კოლეჯი. თინეიჯერობისას იგი დაინტერესებული იყო ჩოგბურთით და ქალაქის გუნდში უმცროს მოთამაშედაც გამოდიოდა.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *