მსახიობ ცუცა კაპანაძეს ბინა აჩუქეს – მოულოდნელი სიურპრიზი სპექტაკლის დროს (ვიდეო)

მსახიობ ცუცა კაპანაძეს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ საჩუქრად ბინა გადასცა. ეს ყველაფერი კი დიდი სიურპრიზი იყო და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.

როგორც ცნობილია აღნიშნული სამშენებლო კომპანია ყოველწლიურად ატარებს  ღონისძიებას, რა დროსაც ერთ ემიგრანტს საჩუქრად ბინას გადასცემს, ამ წელს კი ცუცა კაპანაძეს გაუმართლა.

მომავალი წლიდან უკვე თავად ცუცა იქნება იმ ჟიურის წევრი, ვინც გადაწყვეტს, თუ რომელ ემიგრანტს უნდა აჩუქონ ბინა.

შეგახსენებთ, ცუცა კაპანაძე  უკვე წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ის ნიუ-იორკის ქართულ თეატრს ხელმძღვანელობს.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *