ნახეთ მეგობრებო, რა კარგებია – კარტოფილის კატლეტის რეცეპტი (ვიდეო)

დღევანდელ ვიდეოში გთავაზობთ კარტოფილის კატლეტს მაიკოსგან, რომლის მომზადებაც საკმაოდ ბიუჯეტური და მარტივია.

ამისთვის დაგჭირდებათ 1 კგ კარტოფილი (მოხარშული) პიურეს სახით, რომელიც უნდა გავაციოთ.

დავამატოთ გახეხილი სტაფილო 1 ან 2 ცალი, რომელიც მანამდე უნდა მოითუშოს ცხიმში, გადავურიოთ პიურეს, დავამატოთ მარილი, პილპილი და ოხრახუში გემოვნებით.

ამის შემდეგ, ცალკე გავთქვიფოთ 2 ან 3 ცალი კვერცხი, დავამატოთ 2 სუფრის კოვზი იოგურტი (არა ტკბილი)  ან არაჟანი, მარილი და პილპილი ასევე გემოვნებით და 5 სუფრის კოვზი პურის ფქვილი – ამ მასას უკვე  გამოვიყენებთ კატლეტების ამოსავლებად.

მივცეთ კატლეტს სასურველი ფორმები, ამოვავლოთ  მასაში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება ან საშუალოდ არ დაიბრაწება.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *