ნიკო კვარაცხელიას საფლავიდან ყვავილები მოიპარეს

ნიკო კვარაცხელიას საფლავიდან ყვავილები მოიპარეს. ფოტოს მისი დედა, იზა ომაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში:

ყვავილები ნიკოს მკვლელობიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით მიიტანეს მისმა ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა და 12 საათში   უცნობმა პირებმა მოიპარეს, სავარაუდოდ რეალიზაციის მიზნით.
ნიკოს საფლავი ყვავილების მოპარვამდე

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ფიქრის გორაზე მოკლეს. მას განზრახ 9 ტყვია ესროლეს. ნიკო კვარაცხელიას მომავლის ბიჭი შეარქვეს. ის იყო პირველი ქართული სოციალური პლატფორმის, “Feedc”-ის დამფუძნებელი.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *