ეს ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელიც თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გამოაქვეყნა. ფოტოზე ხედავთ ონკანის ფილტრს, რომელშიც ის ჭუჭყია დაგროვილი, რაც სასმელ წყალში იყო.
მართალია, სასმელი წყალი გაფილტვრის რამდენიმე ეტაპს გადის, თუმცა, ჩვენამდე ის ბოლომდე გასუფთავებული ვერ აღწევს, ვინაიდან, წყალგაყვანილობების უმეტესობა მოძველებულია და ყველგან არ არის გამოცვლილი შიდა სისტემა, შესაბამისად, ჭუჭყი შესაძლოა ადგილობრივად, მილში იყოს დაგროვილი და არა უშუალოდ სათავე ნაგებობიდან.
რეკომენდაცია იქნება, რომ პერიოდულად დააკვირდეთ თქვენი ონკანის ფილტრს და საჭიროების შემთხვევაში გამოცვალოთ, პატარების შემთხვევაში კი უმჯობესია გადადუღებული და გაციებული, ან კარგად გაფილტრული წყალი მივცეთ.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი