გოგომ ათ წუთში სამი ნივთი დაამტვრია და სამი ტანტრუმი დააგდო, არც ერთმა არ იცის წესიერად თამაში, არ ესმით იუმორი – ეკრანდამოკიდებული ბავშვები და საფრთხეები

ეს ინფორმაცია არტისტმა და მუსიკოსმა კოკა ნიკოლაძემ 2020 წელს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. თუმცა, ვინაიდან, თემა მუდმივად აქტუალურია და ის ბავშვებს ეხება, გთავაზობთ მის პოსტს:

“თუ იცნობთ ვინმეს, ვინც რვა წლამდე ბავშვს დღეში საათზე მეტს ატარებინებს ეკრანთან, განსაკუთრებით ეტლით მგზავრობისას, ჭამისას, ბანაობისას, ა.შ., შეაჩვენეთ და გააგებინეთ.

ჩემი ორი მეგობარი მოვიდა ვორქშოფში, ბავშვებთან ერთად. ოთხი წლის გოგო და ხუთი წლის ბიჭი. ხუთი წლის – დეპრესიაშია, ოთხის – ჰიპერაქტიურია. გოგომ ათ წუთში სამი ნივთი დაამტვრია და სამი ტანტრუმი დააგდო. არც ერთმა არ იცის წესიერად თამაში, არ ესმით იუმორი, არ აინტერესებთ ურთიერთობა.

ისინი დამოკიდებულები არიან მდგომარეობაზე, სადაც სხეული უმოძრაოდ დევს და ტვინი მუდმივად სტიმულირებულია. ორივე ბავშვი იუთუბმა დააინვალიდა და ორივე მკურნალობს.

ბიჭს საშინელი კოშმარები აწუხებს. სამის რომ იყო, აიპედთან დაუტოვებიათ მარტო, ერთი საათით, ჩართული ვიდეოების ავტომატურად ჩართვის ფუნქციით. მულტფილმებიდან ავტომატურად გადასულა ძალადობის ვიდეოებზე (მერე გაარკვიეს). იმ დღიდან მოყოლებული დღემდე იფსავს და ებმის ენა.

იმ მომენტში, როცა თქვენი შვილი მათვალყურეობის გარეშე ხსნის ბრაუზერს, აბიჯებს ველურ ჯუნგლებში, სრულიად დაუცველი.”- წერს კოკა ნიკოლაძე 2020 წლის პოსტში.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *