საბერძნეთში, 16 წლიანი რესტავრაციის შემდეგ, ალექსანდრე მაკედონელის სასახლე გაიხსნა

საბერძნეთში, კლასიკური ანტიკური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის ადგილი – სასახლე, სადაც ალექსანდრე მაკედონელი გამეფდა – 16-წლიანი რესტავრაციის შემდეგ გაიხსნა.

აიგაის სასახლე, საბერძნეთის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქ თესალონიკთან ახლოს, აშენდა 2300 წელზე მეტი ხნის წინ.

მოგვიანებით ის რომაელებმა გაანადგურეს და მე-19 საუკუნეში დაწყებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.

მისი რემონტი ევროკავშირის დახმარებით დაჯდა 20 მილიონ ევროზე მეტი.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელიც პარასკევს დაესწრო სასახლის ხელახალი გახსნის ცერემონიას, მას უწოდა “გლობალური მნიშვნელობის ძეგლი”.

„ასეთი ძეგლების მნიშვნელობა ხდება მთელი მსოფლიოს მემკვიდრეობა“, – განაცხადა მან.

აღდგენილ მონაკვეთებს შორის არის სასახლის რამდენიმე მასიური კოლონადები.

ალექსანდრე მაკედონელის სასახლე

სასახლე ააშენა ფილიპე II-მ, ალექსანდრე მაკედონელის მამამ, რომელიც მართავდა მაკედონიის ძლიერ სამეფოს.

აიგაი, დღევანდელი ქალაქი ვერგინას მახლობლად კი მისი დედაქალაქი იყო.

სასახლე იყო ყველაზე დიდი ნაგებობა კლასიკურ საბერძნეთში – მოიცავდა 15,000 კვ/მ ფართობს  და გამორჩეული იყო დიდი საბანკეტო დარბაზებით, თაყვანისმცემლობის ადგილებითა და ეზოებით.

ალექსანდრე, რომელიც იქ მაკედონელთა მეფედ აკურთხეს 336 წელს, მამის მკვლელობის შემდეგ, მოგვიანებით განაგრძობდა იმპერიის შექმნას, რომელიც გადაჭიმული იყო აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

მომზადებულია BBC-ის მასალაზე დაყრდნობით.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *