სინოდის ახალი განჩინებით დადგინდა, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი ნათლია უნდა ჰყავდეს

პატრიარქის მიერ მოწვეულ სინოდის სხდომაზე, რომელიც 2023 წლის 2 ნოემბერს გაიმართა, მიღებულ იქნა განჩინება, რომლის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას, ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში, გამონაკლისის სახით, ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა, ნებადართულია,  მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *