დღეს გიამბობთ 46 წლის მამაკაცზე, რომელიც 6 თვეა უშუქოდ ცხოვრობს. ყველა უბედურებას დაემატა ის, რომ მისი შვილი უცხო ქვეყანაშია პატიმარი და 11 წელი მიუსაჯეს.
“გუშინ ღამით შემხვდა და გამომელაპარაკა. იქნებ სამსახური მაშოვნინო, ძალიან ცუდ დღეში ვარო, ჩემ შვილს 11 წელი მიუსაჯეს დუბაიშიო. ცივი წყლით ვბანაობ და გაუსაძლის მდგომარეობაში ვარო.
ხურდა მთხოვა, რომ სანთელი ეყიდა და ერთ ჭიქა არაყი დაელია. ჩავწვები და დავიძინებო. გული მეტკინა, იმ ღამეს განსაკუთრებით ციოდა და ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, რომ მე მაღაზიაში მივდიოდი რაღაცების საყიდლად, თბილი სახლი მელოდებოდა, ის კი, პურის ნატრული, სიცივესა და ყინვაში ერთ ჭიქა არაყს ეძებდა, რომ დარდი და სევდა ჩაეკლა.
ვერ მოვისვენე, მაღაზიაში პროდუქტები ვუყიდე და ერთი დღე რაღაცნაირად გადავატანინე, მაგრამ მთავარი პრობლემა ახლა უშუქობაა. ამ სიცივეში, წარმოიდგინეთ როგორ იქნება.
მეგობრებო, დავტოვებ აბონენტის ნომერს და ვისაც რამდენის საშუალება გექნებათ, იმდენი დავურიცხოთ და ასე ნელნელა დავეხმაროთ დავალიანების გასტუმრებაში, რომ ამ ცივ ზამთარში შუქი მაინც ჰქონდეს.
ვინაიდან კომუნალური გადასახადები ერთმანეთზეა მიბმული, საერთო ჯამში დავალიანება შეადგენს 350 ლარს, საკომისიოების ჩათვლით.”– გვწერს მოქალაქე.
აბონენტის ნომერი – 2670023
ელექტროენერგიაზე (თელმიკო) 139 ლარი 51 თეთრი
GWP (წყალმომარაგება) – 113 ლარი 79 თეთრი
დასუფთავება (თბილსერვის ჯგუფი) 87 ლარი 50 თეთრი
ასე, ნაწილ-ნაწილ, თითო სერვისზე რომ დავრიცხოთ თუნდაც 1 ლარი, კიდევ ერთ ადამიანს გადავარჩენთ სიცივით სიკვდილს.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი