ტრაგიკულად დავკარგე ერთადერთი საფიცარი ძმა – ბიძინა კულუმბეგოვი

ტრაგიკულად დაიღუპა ექიმ ბიძინა კულუმბეგოვის ძმა, 35 წლის ოთო კულუმბეგოვი. ის ხონში, ოკაცეს კანიონიონის მიმდებარედ მეგობართან და ახლადგაცნობილ ტურისტებთან ერთად იყო, რა დროსაც სავარაუდოდ გზა აერიათ, რა დროსაც ოთო კულუმბეგოვს ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა.

მომხდარ ტრაგედიაზე ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მოკლე პოსტს ავრცელებს:

“ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

Multinews.ge უსამძიმრებს ბიძინა კულუმბეგოვსა და მის ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *