ნატო გელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

28 ოქტომბერს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ კომპოზიტორისა და მომღერლის,  ნატო გელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა, რასაც წინ უძღოდა მისი კონცერტი.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ნატო გელაშვილმა სოციალურ ქსელში სამადლობელი წერილი გამოაქვეყნა:

“მადლობა უფალს დღევანდელი სიყვარულით სავსე დღისთვის, მადლობა ჩემს საოცარ მსმენელს, კონცერტის სულისჩამდგმელს სწორად დანახული ნატოსთვის, უნიჭიერეს და უერთგულეს მეგობარს ბაკურ ბაკურაძეს.

ჩემს უღალატო მეგობრებს, რომლებმაც მთელი გული ჩადეს თითოეულ სიმღერაში. მადლობა დათო ოქიტაშვილს, ასეთი დაბნეული დათო პირველად ვნახე.. იმის მაგივრად, რომ მადლობა ეთქვა ტვ იმედისთვის, მერიისთვის, ბაკურისთვის და ა.შ ყვავილები მომაწოდა და დადუმდა.

მადლობა ჩემს მეგობარს და კოლეგას ლილიკო ნემსაძეს… ბენდის საოცარ ბიჭებს და კიდევ უამრავ ადამიანს!

ასე დაბნეულები არასდროს ვყოფილვართ! მთავარია გულით ვაკეთეთ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე, რომ თქვენამდე სიყვარული მოგვეტანა, მიყვარხართ!”– წერს ნატო გელაშვილი.

 

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *