ქამა სოკო ყველით – გემრიელი რეცეპტი (ვიდეო)

დღეს წარმოგიდგენთ ქამა სოსკოს სულგუნით. მარტივი და გემრიელი რეცეპტი, რომელსაც გვთავაზობს Youtube არხი “სახლშიც გემრიელია”.

ამისათვის დაგჭირდებათ:

ქამა სოკო (რაოდენობა თქვენზეა დამოკიდებული)

ყველი (რომელიც მოგეპოვებათ, ასევე, რაოდენობა თქვენ სურვილსა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული)

2 კოვზი არაჟანი

1 თავი ხახვი

შავი პილპილი (გემოვნებით)

პაპრიკა (თუ გაქვთ, სასურველია, ასევე გემოვნებით)

პირველ რიგში, ქამა სოკოს მოვაცლით ფეხებს და დავჭრით წვრილად, ამის შემდეგ ასევე წვრილად ვჭრით 1 თავ ხახვს.

ჯერ დაჭრილ ხახვს ვშუშავთ ტაფაზე იქამდე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს, შემდეგ ვამატებთ სოკოს დაჭრილ ფეხებს და ვამატებთ მარილს, პილპილს, პაპრიკას და 2  სუფრის კოვზ არაჟანს. როდესაც მასა გახდება შედარებით მყარი და დაიწყებს ამოშრობას, გადმოვდგამთ ცეცხლიდან და ვიწყებთ მეორე ეტაპს.

სოკოს ქუდებს ვაწყობთ საცხობ ლანგარზე და მასში ვტენით ხახვისა და სოკოს ფეხების მოშუშულ მასას, ასევე, ვამატებთ ზედ გახეხილ ყველს (რომელიც თქვენ მოგეპოვებათ)

გატენილ სოკოს ქუდებს ვდგამთ ღუმელში (ტემპერატურა და დრო თავად განსაზღვრეთ) ან შეგიძლიათ დააწყოთ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე და გამოაცხოთ.

ქამა სოკო ყველით, მზად არის.

გამოიწერეთ არხი “სახლშიც გემრიელია” აქ

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *