ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს, 137 გველი აღმოაჩინეს, რომლებიც გამოსაზამთრებლად სარდაფში იყვნენ ჩასულები.
ახალგაზრდა მკვლევარებმა გველები გადაარჩინეს, რადგან ისინი შესაძლოა დაეხოცათ.
“სამუშაოების დროს ამოვიყვანეთ 136 წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), 1 წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum) და 1 წყლის ანკარა (Natrix tessellata).
სარდაფში, სადაც გველები ვნახეთ, გავზომეთ ტემპერატურა და ტენიანობა, რათა შემდეგ მსგავს გარემოში გადაგვეყვანა. ამჟამად წითელმუცელა მცურავები უსაფრთხო ადგილას, ერთ-ერთი ჩვენგანის აგარაკზე იმყოფებიან და განაგრძობენ გამოზამთრებას.”– წერს ოპერაციის მონაწილე გიორგი იანქოშვილი.
დაწერეთ კომენტარი

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი