She’s Next Empowered by Visa-ს მე-4 ტალღის ფარგლებში გამოცხადებულ ბიზნეს იდეების კონკურსს 3 გამარჯვებული ჰყავს, რომლებიც 10 საუკეთესო მონაწილეს შორის, დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია.
თითოეულმა გამარჯვებულმა, საუკეთესო ბიზნეს იდეის განსახორციელებლად, ფულადი პრიზის სახით, 10,000 ლარი მიიღო. პროექტის ფარგლებში, ისინი გაივლიან მენტორულ სესიას, ბიზნესის წარმატებით დასაწყებად.
კონკურსი Visa-ს ინიცირებით, ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, She’s Next Empowered by Visa-ს ფარგლებში განხორციელდა.
ბიზნეს იდეების კონკურსის გამარჯვებულები არიან:
- ანა გიგაშვლი – სტარტაპი „Zest” – პროდუქტიულობის აპლიკაცია, მობილური და smartwatch პლატფორმებისთვის
- მარიამ ლაბახუა – “Cats and Dogs” – ვებ-პლატფორმა შინაური ცხოველების მეპატრონეებისა და პოტენციური მომვლელების დასაკავშირებლად
- ნინო ნუცუბიძე – “Rebooked” – კაფე-ბარებისა და რესტორნების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმა
კონკურსში მიღებული 1000-ზე მეტი განაცხადიდან, წინასწარ დადგენილი წესებისა და კრიტერიუმებით, შეირჩა საუკეთესო 10 მონაწილე, რომლებიც ერთ კვირიან ტრენინგ სესიებს დაესწრნენ, ბრენდინგის, ციფრული ტექნოლოგიების, საბანკო პროდუქტების, გაყიდვების, მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და ინვესტიციების მიმართულებით.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი