დღეს გაგაცნობთ მარტივ რეცეპტს, რათა სახლის პირობებში მოამზადოთ შოკოლადი.
ამისთვის დაგჭირდებათ:
100 გრამი კაკაოს ფხვნილი
400 გრამი შაქარი
50 გრამი კარაქი
400 გრამი არაჟანი
ვანილი 2 ცალი (2 გრამიანები)
50 გრამი მარგარინი (მარგარინი იმ შემთხვევაში, თუ შოკოლადს იყენებთ ნამცხვრის გასაფორმებლად, სხვა შემთხვევაში, უკეთესია, რომ კარაქი გამოიყენოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ შოკოლადს ბავშვს აჭმევთ.
ჯამში ჩავყაროთ 100 გრამი კაკაო და დავუმატოთ 400 გრამი შაქარი, 2 ცალი ვანილი, მოვურიოთ კარგად, რომ მასა გაერთიანდეს, ამის შემდეგ დავამატოთ არაჟანი, თავდაპირველად შესაძლოა იფიქროთ, რომ არაჟანი არ იხსნება კაკაოსა და შაქრის მასაში, თუმცა, კარგად მორევის შემდეგ ის ერთგვაროვანი გახდება. შემდეგ ვდგამთ დაბალ ცეცხლზე, ვიწყებთ მორევას და რამდენიმე წუთში დაიწყება დნობის პროცესი, ბოლოს ვამატებთ კარაქს 50 გრამს და 50 გრამ მარგარინს სურვილის შემთხვევაში.
შოკოლადიც მზად არის. გადაგვაქვს სასურველ ჭურჭელში და ვაციებთ ოთახის ტემპერატურაზე, შეგრილების შემდეგ კი ვდგამთ მაცივარში, თუ გვსურს, რომ უფრო მყარი მასა იყოს.
ამ შოკოლადის მასას შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმა მისცეთ: წაუსვათ პურზე, ნებისმიერ ცომეულზე, ან უბრალოდ ჩაასხათ სხვადასხვა ფორმებში და უკვე თქვენი ფანტაზიაც ჩართოთ.
გვერწმუნეთ, სახლში მომზადებული გაცილებით უსაფრთხო და ჯანსაღია.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი