ცნობილი რუსთაველი პედაგოგი, რომელიც ბოლო 20 წელი დასუფთავების სამსახურში მუშაობდა 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. უსაყვარლესი თინა ბებო, რომელიც თავისი განათლებით, პეწითა და რიდით გულგრილს არავის ტოვებდა და უკლებლივ ყველას სიყვარულს იმსახურებდა.
თინა გრიგალაშვილი 52 წლის განმავლობაში პედაგიურ საქმიანობას ეწეოდა და ბოლო წლებში რუსთავის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. როგორც ის ყვებოდა ინტერვიუებში, თავიდან ერიდებოდა ცოცხით მუშაობა, თუმცა, მალევე მიეჩვია და მუშაობის გარეშე ერთ დღეც ვერ წარმოედგინა.
სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყებოდა და საგულდაგულოდ ასუფთავებდა ქალაქის ქუჩებს. იმ ადგილებსაც კი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ უსაქმოდ ყოფნა უბრალოდ არ შეეძლო.
თინა გრიგალაშვილს რუსთავის მერიამ მუდმივი ხელფასი გამოუყო მას შემდეგ, რაც ის აღარ მუშაობდა დასუფთავების სამსახურში.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი