საავადმყოფოში ვწევართ, საკვები და პამპერსი მიჭირს ძალიან, რომ არ მიჭირდეს არ შეგაწუხებდით – 7 შვილის დედას დახმარება ესაჭიროეობა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში მცხოვრები ნანა შენგელია 7 შვილის დედაა, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში, ქირით ცხოვრობს. ერთ შვილს გონებრივი ჩამორჩენა აქვს და ვერ ლაპარაკობს, აქვს ეპილეფსიური შეტევები, ესაჭიროება პამპერსი, კვება და მედიკამენტები. დღეს ნანა შენგელიამ გვაცნობა, რომ ბავშვს მორიგი შეტევა დაემართა და კლინიკაში გადაიყვანეს. “დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ვწევართ, ავადმყოფი შვილი გამიხდა ცუდად. საკვები და პამპერსი მიჭირს ძალიან,…
