83 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა

83 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა, რომელიც ფართო აუდიტორიამ ცნობილი ქართული ფილმიდან” სიყვარული ყველას უნდა”, ანიკოს პერსონაჟით გაიცნო. დაიბადა 1941 წლის 15 მაისს, თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1960 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად. 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი. 1969 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დასში გადავიდა….

მეტი წავიკითხოთ