23 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ეკა კვალიაშვილის კონცერტი გაიმართება

23 მაისს, 20:00 საათზე,  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ეკა კვალიაშვილის კონცერტი გაიმართება, რომელიც ასევე იქნება საიუბილეო საღამო და მისი სახელწოდებაა “აქ სიყვარულია”.

საღამო წარმოდგენილი იქნება მხატვრული წარმოდგენის სახით, რომელიც მთლიანად წარმოადგენს ეკა კვალიაშვილის საავტორო შემოქმედებას. საღამოს წარუძღვება მუსიკათმცოდენე მაია დათუნაშვილი, რომელიც სცენარის მიხედვით მაყურებელს წარუდგენს წლების მანძილზე, ეკას შემოქმედების ნაცნობ და აქამდე უცნობ დეტალებს.

საღამოს მსვლელობაში მონაწილოებას მიიღებენ ეკა კვალიაშვილის მეგობრები და კოლეგები: თემურ თათარაშვილი, რომა რცხილაძე, ნუკა კვალიაშვილი, ლუკა ჭოხონელიძე , თბილისური კვარტეტი, პიანისტი ლევან ჩხაიძე, მუსიკალურად გააფორმებს მაესტრო ზურაბ მახნიაშვილი, სიმებიანი ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ელექტრონულად.

 

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *