4 მაისიდან თბილისსა და პრაღას შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება

2024 წლის 4 მაისიდან – ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი,  იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.  

Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო  აეროპორტში, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737- ით შეასრულებს. 

,,დაინიშნა პირდაპირი ფრენები ორ ისტორიულ დედაქალაქს შორის, Georgian Wings-ი თბილისი-პრაღა თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს, კვირაში 2 სიხშირით, 4 მაისიდან რეგულარულად  შეასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩეხეთის რესპუბლიკასა და  საქართველოს შორის, როგორც საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ორმხრივად ტურისტული  ნაკადების გაზრდის კუთხით.

ახალი მარშრუტი არა მხოლოდ აფართოებს საქმიანი თანამშრომლობის  შესაძლებლობებს, არამედ ხსნის შესაძლებლობების ფართო არეალს, როგორც ქართველი, ასევე ჩეხი  მოგზაურებისთვის, აღმოაჩინონ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, გაეცნონ და შეისწავლონ საუცხოო არქიტექტურისა და კულტურის მქონე, დედაქალაქები.  ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა პარტნიორს და დაინტერესებულ მხარეს  მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად ველით მგზავრებს თბილისი-პრაღის ავიარეისზე“- აცხადებს ავიაკომპანიის პრეზიდენტი შალვა კიკნაძე. 

უსაფრთხო და კომფორტულ ფრენას Georgian Wings-ის საჰაერო ხომალდზე მაღალკვალიფიციური ეკიპაჟი უზრუნველყოფს. მგზავრების მშვიდ და სასიამოვნო ფრენის გამოცდილებას, კი მოგზაურობის დაწყების  პირველივე წუთიდან, დანიშნულების პუნქტში ჩაფრენამდე, ქართული კულტურისათვის  დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით, მაღალი სერვისით და პროფესიონალიზმით გამორჩეული  ქართველი ბორტგამცილებლები უზრუნველყოფენ. 

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *