ბოლო დღეებში განხილვისა და კრიტიკის საგნად იქცა გუდაურში ხაჭაპურის ფასი, რომლის ღირებულებაც 45 ლარს შეადგენს.
ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებელი ჯუმბერ აბაშიძე:
“ვინც არ იცით, ჩემი ნათესავი ქალბატონი ლუიზა აცხობს გუდაურში იმ 45 ლარიან ხაჭაპურს. დავიწყოთ იმით, რომ ხაჭაპური არის ნახევარი მეტრი დიამეტრის. 6 კაცზეა გათვლილი ამ ზომის ხაჭაპური!
ინგრედიენტების ფასები კი ასეთია:
ცომი: 2 კგ=5 ლარი
ყველი: 1 კგ=15 ლარი
კვერცხი: 5 ც=2 ლარი
პომიდორი: 0.5 კგ= 2 ლარი
მწვანილი: 0.2 კგ=5 ლარი
სუნელები: = 2 ლარი
ანუ 35 ლარამდე მხოლოდ მასალა ჯდება, ამას დაუმატეთ დღგ 7 ლარი რომელიც სახელმწიფოს მიაქვს ეგეც თქვენი 42 ლარი.
45-42=3.
დიახ, 1 ცალ გიგანტურ ხაჭაპურში მხოლოდ 3 ლარი რჩება მწარმოებელს შემოსავალი, საიდანაც 20% კიდევ მთავრობას მიაქვს, დანარჩენი კი მცხობელს და მიმტანებს უნდა გაუნაწილოს. ანუ 2.4 ლარი რჩება მოგება, 45 ლარიდან.
ანუ ბიზნესმენი მუშაობს 5%-იან მოგებაზე.
ამაზე იაფად თუ ვინმე გამოაცხობთ ამხელა ხაჭაპურს, ყოჩაღ თქვენ”– წერს აბაშიძე.
განახლება:
“ჩვენც მწარედ მოგვატყუეს” – 45 ლარიანი ხაჭაპურის შემადგენლობაზე გავრცელებული ამბავი ტყუილი აღმოჩნდა

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი