83 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა

83 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა, რომელიც ფართო აუდიტორიამ ცნობილი ქართული ფილმიდან” სიყვარული ყველას უნდა”, ანიკოს პერსონაჟით გაიცნო.

დაიბადა 1941 წლის 15 მაისს, თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1960 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად. 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი. 1969 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დასში გადავიდა.

მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატა (ე. შვარცის „წითელქუდა“), ქეთინო (ალ. თაბორიძის „დაკარგული დრო“), ბარბარე (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ილია (ვ. იაქაშვილის „ციხის ხევის საიდუმლო“), თხა (გ. ახვლედიანის „ბაბუა და შვილიშვილი“), კოწია (ა. ჭილაშვილის „აცა-ბაცა“), ტურა (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), რიტა ოსიანინა (ა. ვასილიევის „განთიადი კი აქ წყნარი იცის“), მერი პოპინსი (პ. ტრავერსი „მერი პოპინსი“) და სხვა.

გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ნატვრის ხე“ (1976), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „სიყვარული ყველას უნდა“ (1980), „არაჩვეულებრივი რეისი“ (1982), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (1984), „ბებია ყველასათვის“ (1986), „ფესვები“ (1987), „ორფეოსის სიკვდილი“ (1996), „სიყვარული და კარტოფილი“ (2003), „დარჩი ჩემთან“ (2011), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) და სხვა.

2013 წლის 18 მაისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.

მონაწილეობდა ფილმებში:

  • 1976 — „ნატვრის ხე“
  • 1977 — „სამანიშვილის დედინაცვალი“ — მელანო
  • 1978 — „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“
  • 1979 — „ორმო“ — კირილეს ცოლი
  • 1979 — „ზღარბი“ — ლიას დედა
  • 1980 — „სიყვარული ყველას უნდა“ — ანიკო
  • 1981 — „მე მოვედი“ — ნორა
  • 1981 — „ცხელი ზაფხულის სამი დღე“
  • 1982 — „არაჩვეულებრივი რეისი“
  • 1984 — „ქართველები ცაში“ — მანანას დედამთილი
  • 1984 — „ზოგი ჭირი მარგებელია“ — მართა
  • 1985 — „წყარო“ — ჟუჟუნა
  • 1986 — „ბებია ყველასათვის“
  • 1987 — „ელისა და რარუს თავგადასავალი“
  • 1988 — „ქველი“
  • 1988 — „აღდგომის ბატკანი“
  • 1989 — „ზმანებანი აღლუმებს შორის“
  • 1989 — „ბესამე“
  • 1991 — „მე, პელეს ნათლია!“
  • 1992 — „ვალსი პეჩორაზე“
  • 1997 — „სამოთხის გვრიტები“ — სიჯანაანთ ქალი
  • 2001 — „ცარიელი სივრცე“
  • 2009 — „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ — ნუნუკას ბებო
  • 2011 — „დარჩი ჩემთან“
  • 2013 — „გრძელი ნათელი დღეები“ — ნათიას ბებია
  • 2017 — „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ — ლამარა

ასევე, მონაწილეობდა ქართულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”, სადაც ნუნუკას დედის როლს თამაშობდა.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *