91 წლის ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

91 წლის ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.

თენგიზ არჩვაძე (დაიბადა 1932 წლის 3 აგვისტოს თბილისში, მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967), 2017 წელს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.

რუსთავისა (2020) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2022).

1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.

1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. პირველი როლი, ფილმში „ერთი ცის ქვეშ“, შეასრულა 1961 წელს, ბოლო კი – ფილმ „კიდევ ერთი ქართული ისტორიაში“.

მსახიობს სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.

Multimedia.ge მწუხარებას გამოთქვამს თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *