ფეისბუქზე გამოჩნდა დასპონსორებული პოსტი, ახალი თაღლითური სქემით, სადაც მობილურ ტელეფონ აიფონ 14-ს, რომლის საბაზრო ღირებულება 4 ათას ლარამდეა, მხოლოდ 5 ლარად და 50 თეთრად გთავაზობენ.
თაღლითების ჯგუფმა ახალი გეგმა მოიფიქრა და მეტი სანდოობისთვის კომენტარები დააწერინა მისსავე ჯგუფის წარმომადგენლებს, თითქოს კმაყოფილი მომხმარებლები არიან, თუმცა, კომენტარების ავტორები არა ქართული გვარ-სახელებით, არამედ, უცხოური, გამოგონილი გვარ-სახელებითა და ფოტოებით არიან წარმოდგენილები, ანუ ყალბი პროფილებით და თავადვე წერენ დადებით კომენტარებს.
გაფრთხილებთ, თუ შეგხვდათ ინფორმაცია მსგავსი შემოთავაზებით, არ გადახვიდეთ არანაირ ბმულზე!
გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი