ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა – გუბაზ სანიკიძე

231
წაკითხვა/ნახვა

“ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ 1-ლ თებერვალს, გადაცემა “გიორგი თარგამაძის ფორმულა”-ში სტუმრობისას.

ამ კომენტარით ის გამოეხმაურა სახალხო დამცველობის კანდიდატ ლევან იოსელიანის შესახებ დასმულ კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს მის კანდიდატურას, რაზეც სანიკიძემ თქვა, რომ ვინაიდან, ლევან იოსელიანი არ თვლის სააკაშვილს პოლიტპატიმრად, ის არ დაუჭერს მხარს.

“ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი. მე რამდენადაც ვიცი, ბატონ იოსელიანს განცხადება აქვს გაკეთებული, რომ  მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, განაჩენი ჩემგან გამოტანილია.”- განაცხადა სანიკიძემ.

 

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან