ახლა, ნომერი პირველი ამოცანაა აგენტების კანონის “ქოცებისთვის” თავზე გადახევა – მიშა მშვილდაძე

623
წაკითხვა/ნახვა

ახლა, ნომერი პირველი ამოცანაა აგენტების კანონის “ქოცებისთვის” თავზე გადახევა.”– წერს მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში:

ყველა წინაპირობაა ამისთვის – სრული კონსოლოდირებული უკმაყოფილება დასავლეთის ქვეყნების ელჩების და ინსტიტუტების მხრიდან.

სრული კონსოლიდირებული უკმაყოფილება ქვეყნის შიგნით ყველა ენჯეოს, მედიის, ზოგიერთი სახელისუფლებო შტოს, აქტივისტთა ჯგუფისა და პარტიის მხრიდან.

სრული კონსოლიდირებული ერთიანი წინააღმდეგობის პირობებში რომელიღაც ნიკოლოზ სამხარაძეს და ელისო ბოლქვაძეთა შორის საუკეთესოებს აუციპებლად აუკანკალდებათ ღილაკზე დასაჭერი თითი პარლამენტში ხმის მიცემისას.
სამ დიდ ბოროტებას სჩადის ეს კანონპროექტი:

1. კლავს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას.
2. კლავს ქვეყნის შიგნით დემოკრატიული გამვითარების შესაძლებლობას.
3. აღვივებს სიძულვილს და პოლარიზაციას მოსახლეობაში.
აუცილებელია წინააღმდეგობა.”- წერს მშვილდაძე.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან