პარლამენტის ეზოში დაპირისპირების დროს აქტივისტები დააკავეს

108
წაკითხვა/ნახვა

პარლამენტის გვერდით ეზოში დაძაბული მდგომარეობაა. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, დაპირისპირება იყო საპატრულო პოლიციის  წარმომადგენლებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის, რომელიც ცდილობდა, რომ არ გაეტარებინა ის ავტომანქანა, რომელშიც დაკავებული პირები იყვნენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ხალხის ძალის” კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით, რომელიც არასამთავრობო სექტორს ეხება.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან