USAID-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს

480
წაკითხვა/ნახვა

“USAID”-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. მის ამ განცხადებას ამერიკის საელჩოს ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

„საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე.” – წერს სამანტა ფაუერი.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან