იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის

113
წაკითხვა/ნახვა

„იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით, ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებების გამო.”– განაცხადა კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

“ხომ შეუძლებელია, რომ ყველაფერზე ის დამოკიდებულება იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ – არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან იღებენ შესაბამის პასუხს. არ მინდა, შევიდე მათი ხედვების და გადაწყვეტილებების შეფასებაში, ეს მათი უფლებაა და რაც უნდათ, ის გააკეთონ“,– განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან