ლორა თორნტონის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ იმ რუსებს უშვებს ქვეყანაში, რომლებსაც მანქანაზე ასო Z აქვთ მიკრული

236
წაკითხვა/ნახვა

ლორა თორნტონის თქმით, საქართველოს ხელისუფლება “ათასობით რუს უშვებს ქვეყანაში, რომლებსაც მანქანაზე ასო Z აქვთ მიკრული.

ამის შესახებ მან “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, როდესაც კომენტარი სთხოვეს კანოპროექტზე უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით.

“ქვეყანაში უშვებენ ათასობის რუსს, რომლებსაც მანქანებზე ასო Z აქვთ მიკრული”- ამბობს თორნტონი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შეურაცხყოფას აყენებენ ევროკავშირის ლიდერებს, ამერიკის ელჩს.

“მეორე მხრივ, შესამჩნევია ის, რომ ძალიან ფრთხილები არიან იმაში, თუ როგორ საუბრობენ რუსეთზე. რუს დემოკრატ აქტივისტებს უკან აბრუნებენ ან არ აძლევენ ქვეყანაში შესვლის უფლებას მაშინ, როდესაც ქვეყანაში უშვებენ ათასობით რუსს, რომლებსაც მანქანაზე ასო Z აქვთ მიკრული.”– ამბობს ლორა თორნტონი.

შეგახსენებთ, ლორა თორნტონი იყო “ენ დი აი”-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან