დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში მცხოვრები ნანა შენგელია 7 შვილის დედაა, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში, ქირით ცხოვრობს. ერთ შვილს გონებრივი ჩამორჩენა აქვს და ვერ ლაპარაკობს, აქვს ეპილეფსიური შეტევები, ესაჭიროება პამპერსი, კვება და მედიკამენტები.
დღეს ნანა შენგელიამ გვაცნობა, რომ ბავშვს მორიგი შეტევა დაემართა და კლინიკაში გადაიყვანეს.
“დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ვწევართ, ავადმყოფი შვილი გამიხდა ცუდად. საკვები და პამპერსი მიჭირს ძალიან, რომ არ მიჭირდეს არ შეგაწუხებდით.
ექიმებმა მითხრეს, რომ თურქეთში უნდა გადავიყვანო, ვერ უგებენ საიდან ემართება ბავშვს შეტევა. როგორ გადავიყვანო, საშუალება არ მაქვს, ბავშვი იტანჯება, ძალიან მეცოდება ჩემი შვილი და საშუალება არ მაქვს, ბავშვს ვტანჯავ.”- გვწერს ნანა შენგელია.
დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ქვემოთ მოცემულ ანგარიშებზე:
თიბისი ბანკი:
#GE557TB7100345068100024 – მიმღები ნანა შენგელია
ლიბერთი ბანკი:
#GE59LB0211135587986000 – მიმღები ნანა შენგელია
ასევე, პირადი ნომრით თიბისი ბანკის და ლიბერთი ბანკის ანგარიშებზე: 48001023292 – ნანა შენგელია
ან დაუკავშირდეთ პირადად, ნომერზე: 599 80 21 58
გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი