ანა წითლიძე ამბობს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ფიზიკურადაც იბრძოლებენ (ვიდეო)

1279
წაკითხვა/ნახვა

“ამ კანონის მიღების შემდეგ, არცერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია ამ ქვეყანას ფულს არ მისცემს”– განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ 4 მარტს, “მთავარი არხი”-ს ეთერში სტუმრობისას, როდესაც კომენტარი გააკეთა “ხალხის ძალის” კანონპროექტზე უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით.

წითლიძე ამბობს, რომ ისინი იბრძოლებენ ამ კანონის წინააღმდეგ, მათ შორის ფიზიკურადაც, თუმცა დასძენს, რომ თუ ხელისუფლებამ ვერ დაინახა წინააღმდეგობა ხალხის მხრიდან, ის ამ კანონს მიიღებს.

გიორგი ლაღიძე არის ვებ საიტ Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2018 წლიდან