კვერცხი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების წყარო რომ არის, ეს უკვე ცნობილი ამბავია, თუმცა, არა ყველა სახეობის კვერცხი. დღევანდელ მასალაში ცნობილი ინდოელი ბლოგერი არუნ ხათრი გიამბობთ, თუ რა შემთხვევაშია კვერცხი სასარგებლო.
როგორც უკვე დადასტურებულია, ფერმაში გამომწყვდეული და ერთ საკვებზე გაზრდილი ქათმის კვერცხი, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება ლამაზი შეფუთვით, არცთუ ღირებულ პროდუქტს წარმოადგენს, რადგან ქათამი ერთ სივრცეში, მზის გარეშე, სტრესულ ვითარებაში იზრდება და აქვს სტანდარტული კვება, რომელიც კვერცხის ხარისხსა და ღირებულებაზეც თავისთავად აისახება.
გამოყოფენ ბედნიერი ქათმის კვერცხსა და ხორცს, როდესაც ქათამი, სოფელში, თავისუფლად დაიარება, იღებს იმ საკვებს, რასაც უნდა და ამ დროს, მისი კვებითი და ვიტამინიზირებული ღირებულება, გაცილებით მაღალია.
მეტი სასარგებლო ინფორმაციისთვის, გამოიწერეთ არუნ ხათრის გვერდი Youtube-ზე

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი